Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Марина Цветаева - СВЯЗЬ ЧЕРЕЗ СНЫ

მხოლოდ წამია სიახლედ ქმნილი
და აღტაცება, მისით რომ ბრწყინავს.
უცვლელად რჩება სევდა განცდილი
- კავშირად სიზმარს.

ძილი... სიმშვიდე... თავდავიწყება...
სითბოდ ნაფარი წამწამთ-ქუთუთო.
სიზმრები მიხსნის, ჩემს ბედს მიყვება
- მკრავს საუკუნოდ.

და ჩემი ფიქრით - ვერ დამალულით,
ნათლად აღვიქვი როგორც კრისტალი,
რომ ჩვენ უხლეჩი იდუმალებით
გვქმნიდა სიზმარი.

მე არ ვთხოვ უფალს: “ღმერთო, დაამხე
ტანჯვა რაც მელის, გთხოვ დამიცავი!“
არა, მე შევთხოვ: „ღმერთო, ანახე
ჩემზე სიზმარი!“

ისე მაფითრებს შეხვედრა შენთან,
თითქოს შეხვედრებს მწუხრი კლავს ხშირი
და ჩვენ - უძლურებს, კვლავ გვიწევს ფეხთან
- სიზმრით კავშირი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.