Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

ნუთუ ყველაფერი მთავრდება

ფიქრი ფიქრად დარჩეს…
ვეღარ გადამარჩენს.
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
წლები დავითვალე..
ნუთუ დავიღალე..
ნუთუ ყველაფერი მთავრდება..რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?..
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ninulita (36)
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
#1, 03.10.2011 - 23:54
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.