Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ჩემი ხარ,ერთადერთი ხარ...

გაგინაწყენდა მთვარე,ბოლოს როდის გნახეო?

მზესაც მოწყინდი,მეტისმეტად დაბლა-რაზეო?

შენი შვილი ვარ, უთხარი წვიმას,



ბევრი გვაქვსო მართლა საერთო,

არ დაგიჯერა,სულელობო,

ბოლოს ცრემლებით როდის გნახეო?

ყველაზე მეტად ცეცხლი გიზგიზებს,

მოდი, მოდი აქ მეთამაშეო,

როგორ მოგბეზრდა დამალობანა,

წადი აქედან დაიკარგეო.

ყველას რომ ხელს კრავ,სულ რომ გარბიხარ,

ვიღა დაგხვდება ბოლოს ხელებთან?

დედი მისმინე,



შვილო იცოდე,

სითბო ყოველთვის ემახსოვრებათ.

ასე მასწავლის,ასე მარიგებს,

ასე სიცოცხლეს მჩუქნის უსიტყვოდ,

ასე ჩუმჩუმათ მისმენს ამაყი,

ზოგჯერ ფიქრობს,რომ ვგავარ უგულოს,

ხან მზეს მადარებს,ხან წვიმას ხედავს,

ხან მთვარესავით სევდიანობო,

ხან არაფერი აღარ გაღელვებს,

ვერ გამიგია რამეს ნატრობო?

მე მაპატიე ასე შორს რომ ვარ,

და ვერაფრით რომ გიახლოვდები,

რომ ვერ გიყვები როგორ მტკიოდა,

რომ ვერ ვამბობდი როგორ ვგოდებდი,

მე მაპატიე,თუკი მერჩივნა,

რომ ის ტკივილი,არ გამემხილა,

რომ არ გითხარი,და რომ ხვდებოდი,

“ვაიმე ჩემს შვილს როგორ შესცივდა”…



ახლა რომ შორს ხარ,ახლა რომ ვიცი,

არ გძინავს არა,და ჩემთვის იბრძვი,

ახლა რომ იყოს თავისუფლება,

გეტყოდი დედი-სიცოცხლე მიმძიმს,

მაგრამ ჩემი ხარ,ერთადერთი ხარ,

ვის სიცოცხლესაც სულს ვანაცვალებ,

დაე იცოდე,რომ მხოლოდ შენთვის,

ბედნიერი ვარ კუბოს კარამდე.


Tags:

 
Interesting
positive votes: 24  |  negative votes: 0

Write comment:

borja (25)
#4, 16.02.2012 - 20:51
nnattikko (28)
#3, 05.10.2011 - 16:18
agni121 (39)
მაგრამ ჩემი ხარ,ერთადერთი ხარ,

ვის სიცოცხლესაც სულს ვანაცვალებ,

დაე იცოდე,რომ მხოლოდ შენთვის,

ბედნიერი ვარ კუბოს კარამდე.
#2, 03.10.2011 - 00:32
დაე იცოდე,რომ მხოლოდ შენთვის,

ბედნიერი ვარ კუბოს კარამდე.
#1, 02.10.2011 - 21:56
მაგრამ ჩემი ხარ,ერთადერთი ხარ,

ვის სიცოცხლესაც სულს ვანაცვალებ...
02.10.2011 - 21:58
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.