Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
qeit10 blog

შემიყვარდი

შემიყვარდი,
ამ შეგრძნებებს დავყაბულდი
კბილს კბილებზე მაცემინებს ცხოვრება,
უცნაური მღელვარება ტანში მაყრის,
უცანურად ვნერვიულობ იქნება...

შემიყვარდი,სხეულს თოთოს სუნი ატანს,
სულს ვუბერავ სუნთქვას თბილად ნატარებს,
ამ სიყვარულს მეცხრე ცამდე ავიკიდებ,
უკვდავების მეჯლისებზე ვატარებ.

შემიყვარდი,სიტყვებივით გავთითოვდი,
ვმეთაურობ სტროფებს ამაოების,
შიგადაშიგ ძილს გავაკრთობ საზღაურად-
სარეცელზე ლექსის დაგემოვნებით...

შემიყვარდი, გულგრილობა შევაყოვნე,
მერე მზერა სათაგურად დაგიგე,
მაგ თვალებით გამიტანე საგიჟემდე,
ვნებიანი სხეულით კი დამინდე.

შემიყვარდი,ერთგული ვარ ამ ცხოვრების,
ჩემს გემოზე შემოვიცვი მაისი,
გაზაფხულის შარაზე მსურს დავიყვირო
მიყვარხარ და… გინდა ღმერთთან ჩამიშვი

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

გაზაფხულის შარაზე მსურს დავიყვირო
მიყვარხარ და… გინდა ღმერთთან ჩამიშვი
#3, 05.10.2011 - 01:16
შემიყვარდი,ერთგული ვარ ამ ცხოვრების,
ჩემს გემოზე შემოვიცვი მაისი
15.03.2012 - 08:12
agni121 (39)
ამ სიყვარულს მეცხრე ცამდე ავიკიდებ,
უკვდავების მეჯლისებზე ვატარებ.
#2, 04.10.2011 - 22:55
შემიყვარდი,სხეულს თოთოს სუნი ატანს,
სულს ვუბერავ სუნთქვას თბილად ნატარებს,
15.03.2012 - 08:11
aMIRZAde (46)
ლამაზი ლექსია...
#1, 03.10.2011 - 17:39
15.03.2012 - 08:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.