Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babilina123 blog

სულელი ქალი

****
რაც უფრო მეტად მიყვარხარ,ჩემო,
მით უფრო მეტად არ მიყვარს თავი,
როგორ ამაყი ვიყავი ერთ დროს,
დღეს ვარ სუსტი და უმწეო ქალი.
რით აიყოლე ჩემი გულისთქმა?
როგორ შეძელი დაპყრობა ქარის?!
რა ჯადო გქონდა,ან რა თილისმა,
რომ ასე უკვლოდ დავკარგე თავი.
აღარ მაქვს წონა,არ მაქვს სიმაღლე,
არ მაქვს სახელი და აღარც გვარი,
სიამაყესთან ერთად დავკარგე
საკუთარ თავის რწმენა და ფასი.
შენში ვარ..შენი ცხოვრებით ვცხოვრობ,
შენით მიცვნია ეს მთა და ბარი,
შენს გამოა,რომ ვიცინი,ვბრაზობ,
შენზეა ჩემი ცრემლების ღვარიც.
იქნებ შენ მაინც მითხრა,ვინა ვარ
ან მაპოვნინო ძებნილი თავი
და მაპატიე,თუკი გიყვარვარ,
რომ ვარ პატარა,სულელი ქალი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

#2, 04.10.2011 - 14:04
mzia-etuka (46)
რა ჯადო გქონდა,ან რა თილისმა,
რომ ასე უკვლოდ დავკარგე თავი.
#1, 04.10.2011 - 09:02
 

User
offline
offline babilina123 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.