Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babilina123 blog

სული ჩიტივით თავისუფალი

გაფრინდი,სულო! გიღებ გალიას!
ვხედავ,ვეღარ ძლებ დატყვევებული,
მეამბოხები,ჯებირებს ლეწავ
უსაზღვროებას მოწყურებული.
გაფრინდი,სულო! მსურს იყო ჩიტი!
მსურს,გადალახო ყველა საზღვარი,
მსურს,შეეგებო მზის სხივს პირისპირ,
გადაიფრინო ზღვები მღელვარი.
გაფრინდი,სულო! ვეღარ დაგიჭერ!
აღარ ხარ ჩემი ჭირისუფალი,
გათავისუფლებ! აღარ გაკავებ,
იყავ ჩიტივით თავისუფალი!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline babilina123 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.