Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

კინაღამ მეთქვა "მიყვარხარ მეთქი"

ორთქლები იყო,
რომ ქრები თითქოს ციცინათელას ციმციმზე
ფიქრობ და სადღაც იმ დროს,
წარსულის ფსკერზე
რაღაცას ტკბილს და უთბილესს ეძებ,
ეძებ და ვერ ძლებ მერე ყინვისას
ვერ არკვევ გული დარჩა ვის ვისა-ს
კიბე და ერთი
დამიცდა ფეხი...
არ ვიცი შემხვდი?... ან იქნებ ჩუმად დამხატე გულში
და ახლოს ყურთან,
ჰო, თითქმის ყურში ნათქვამი სიტყვა გადაცდა ფილტვებს
ვიღაცა ჩემში იმ ათ თითს იმტვრევს,
პასუხის ძებნით დაღლილა, ალბათ,
ფინჯანში ორთქლი თეთრ თვალებს ნაბავს
რა გითხრა მეტი?!
რაღა ვთქვა აბა?!
ორთქლები იყო ბევრი და თეთრი
კინაღამ მეთქვა "მიყვარხარ მეთქი"

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.