Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ვეცადე და ვერ გადავაგდე.

დღეს მეყვარები აუხსნელად, მხოლოდ თვალებით,
ხვალე კი, ალბათ, გადაგაგდებ, როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში
და მგონია, რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.

შენ არც კი იცი, - პოეტობა სისხლში გამიჯდა!
ტკივილებს, ალბათ, ასე უფრო კარგად ვატარებ.
ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს, - ვიცანი ფერით...
ალბათ, ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.


ვიხსენებ ისე, სხვათაშორის გამოცლილ ჭიქებს,
ვამოკლებ დღეებს, ქუჩები კი წვანან მანძილად.
ლექსები ჩემი წაუკითხეთ ძილის წინ ლოცვებს,
ლოცვები - ბავშვებს, უფრო ხშირად, უფრო ხანგრძლივად.

მგონი ვმკრეხელობ, შენ კი... თურმე, ისევ მიყვარხარ,
თუმცაღა ვხვდები, რომ ლექსებით შენც გადაგღალე.
ხვალ გადაგაგდებ, უშედეგოდ, როგორც თამბაქოს,
რომელიც, უკვე, ვეცადე და ვერ გადავაგდე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.