Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე მართლა ქვის გული კი არ მაქვს,დრო არის სიგიჟის.ფინიში არც ისე შორია,

ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს
ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს.
გახსენებ ლოცვებით...
ზღვა ცოდვის ჩამდენი...
აგვისტოს ვუწუნებ მოჟამულ ამინდებს -
პირველი ღამიდან.
მთელსოფელმოვლილი,
ულექსო, ქათქათა ფურცლებით დედათა
მონასტრის კედლებთან ვბრუნდები.
პროფილი
ღიმილსაც კი იტევს...
ღიმილი მემართა
შენი და მე მართლა ქვის გული კი არ მაქვს,
უბრალოდ, ხანდახან ასეთი როლების
თამაში მიხდება.
ცხოვრების ყიამეთს
ხან ხელის ცეცებით, ხან წელში ზმორებით -
მივყვები.
გორები მაგონებს პეიზაჟს
ვან-გოგის ნახატის.
დრო არის სიგიჟის.
შენი ლანდის რხევა, კედელზე, გეიშას
მაგონებს.
თვალები დავხუჭე.
მიმიშვი
სარკმელთან!
ფინიში არც ისე შორია,
როგორც ჩვენ გვეგონა უმთვარო ღამეში...
მილიონ ფურცელზე (სალექსე) თოლიას
(მილიონს) გიხატავ და გკოცნი თვალებში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.