Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

”ადამიანი,როცა იყავი,რატომ გიყვარდა დედამიწა?”...

სული გარდაცვალების შემდეგ უფლის სამსაჯავროზე წარსდგა...

არც ცოდვები უკითხავთ მისთვის და არც ცოდვების გამო განუკითხავთ..ერთი შეკითხვა დაუსვეს მხოლოდ:

”ადამიანი,როცა იყავი რას ეტრფოდი განსაკუთრებით?რატომ გიყვარდა დედამიწა?”

თეთრი, უფრთო ,სამოსელი ემოსა უფლის სამსჯავროზე მდგარ სტუმარს...ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა,ანგელოზებს არ შეპარვიათ ეჭვი,რომ ის ძალიან კეთილად ცხოვრობდა დედამიწაზე..

სული ისევ იმ გრძნობით განიმსჭვალა,რასაც სიყვარული ჰქვია და სცადა შეკითხაზე პასუხი გაეცა...

”განსაკუთრებით დედას ვეტრფოდი...მისი თმები ყვავილები იყო ჩემთვის...მისი ღიმილი ანგელოზების სუნთქვა,,,იმ სითბოს,რომელსაც დედა მჩუქნიდა,ეხლაც კი გრძნობს ჩემი ბებერი სული....”კიდევ კიდევ რა

”გიყვარდა?-განმეორდა შეკითხვა...”

კიდევ ანა მიყვარდა..ჩემი პირველი სიყვარული,,პირველი და უკანასკნელიც...ის ისეთი ლამაზი იყო,რომ მისი სილამაზე მის ქმარს არასდროს ჰქონდა ნანახი....

მერე კი ისინი გარდაიცვალნენ..დედაც და ანაც...და ისეთი დიდი იყო ტკივილი,რომ არ მინდა გახსენება....ისეთი დიდი იყო სასოწარკვეთა,რომ ხშირად ვფიქრობდი ნუთუ მართლა არსებობდა ღმერთი,,,,მაგრამ როდესაც ასეთი სასოწარკვეთა შემიპყრობდა მზე მათბობდა ყოველთვის....ჰოდა მზე მიყვარდა განსაკუთრებით,,,

ერთხელ მცხეთაში მოვხვდი,,იმ დროს ერთი ბერი სალოსობდა დედათა მონასტერში,მამა გაბრიელი,,,მას რომ ვუამბე ჩემი ტკივილი,ჩემი ცხოვრება,,მითხრა:”მზის ყურება ხომ კარგია მოყვასო,მაგრამ მის ცქერაზე კარგი, მისი დამბადებლის ყურებააო”...და დროთა განვალობაში მეც მივხვდი,რომ ის სიყვარული,რაც ცხოვრებაში განმიცდია სხვადასხვა განსაცდელებით,ტკივილითა თუ სიხარულით აღსავსე- ერთი დიდი მთლიანობა და სისრულე- უფლის სიყვარული იყო...”

”სამოთხეში!! -გაიცა ბრძანება,სამოთხეში,რადგან ისევ ისე უყვარდეს,როგორც დედამიწაზე შესძლებია სიყვარული...”


Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

NANONANIKO (43)
AUUUUUUU dad ra magariaaa,shen tu dawerdi amdagvars marto six...samotxeshiiii.
#2, 06.10.2011 - 15:26
:((( mogewona xo six:((magaria
06.10.2011 - 15:58
ninomarto (51)
ძალიან გულშიჩამწვდომია!
#1, 05.10.2011 - 10:51
madloba:**
05.10.2011 - 11:23
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.