Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka111 blog

ინტერვიუ ღმერთთან

ერთხელ დამესიზმრა, თითქოს ინტერვიუს ვიღებდი ღმერთისგან . . .

- მაშ ასე, გინდა აიღო ინტერვიუ ჩემგან? – მკითხა ღმერთმა.
- თუ დრო გაქვს. _ ვუთხარი მე.
( ღმერთს გაეღიმა )
- ჩემი დრო მარადისობაა. . . რა კითხვების დასმა გინდოდა ჩემთვის?
- ყველაზე მეტად რა გაკვირვებს ადამიანში?
და ღმერთმა მიპასუხა :
- მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას, შემდეგ კი ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. . .

ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას, შემდეგ კი ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. . .

ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს, იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. . .

ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასდროს უცხოვრიათ.
. . .
ღმერთმა მომკიდა ხელი და ჩვენ ცოტა ხანი გავჩუმდით,
მაშინ მე ვკითხე:
- როგორც მშობელი, როგორ გაკვეთილს მოგვცემ შენს შვილებს?
- იცოდნენ შეუძლებელია აიძულო ვინმე, რომ უყვარდე, მათ მხოლოდ შეუძლიათ იყვნენ სიყვარულის ღირსნი. . .

იცოდნენ, რომ ეს არ არის კარგი, შეადარო თავი სხვას. . .

ისწავლონ შენდობა. . . მუდმივი შენდობით

გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანის გულის ტკენას, სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ამ ჭრილობის აღდგენას კი წლები. . .

დაე გაიგონ, რომ მდიდარი ის არ არის ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვისაც ცოტა აკმაყოფილებს. . .

ახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისინი უყვართ, უბრალოდ საკუთარი გრძნობის გამოხატვა ჯერ ვერ ისწავლეს. . .

გაათვითცნობიერონ, რომ ერთსა და იმავეს ორმა ადამიანმა შეიძლება შეხედოს, მაგრამ ხედავდნენ სხვა და სხვა ნაირად. . .

იცოდნენ, აპატიონ ერთმანეთს საკმარისი არ არის, ჯერ თუ საკუთარ თავს არ აპატიე.
- მადლობელი ვარ დროის გამონახვისთვის _ რიდით მივმართე _ გადასცემ კიდევ რამეს შენს შვილებს?
- ახსოვდეთ, რომ მე მათთვის ვარ . . . მარად!


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ninomarto (51)
მაგარიაააა!!!!
#1, 05.10.2011 - 16:02
 

User
offline
offline eka111 (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.