Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

როგორ გახდეთ სასურველი – გიყვარდეთ მამაკაცები!

მოსაზრება, თითქოს მამაკაცებს მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი ქალები მოსწონთ – არასწორია. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ მიმზიდველ, განათლებულ, დასაქმებულ ქალებს პირადი ცხოვრება არ აქვთ. ისინი გათხოვების წინააღმდეგი არ არიან, ზოგჯერ ძალას არ იშურებენ, რომ საბედო იპოვონ, მაგრამ ბედნიერი დასასრული მაინც არ არის. ამ დროს კი შეუმჩნეველს (ზოგჯერ ნაკლის მქონეს) გარს საუკეთესო მამაკაცები აკრავს. მეორე მხრივ, ეს კარგიც არის, ვინაიდან ნიშნავს, რომ სასურველი შეიძლება ნებისმიერი ქალი იყოს.

ძველი და ახალი გამოკვლევების საფუძველზე ფსიქოლოგებმა მამაკაცის მოხიბვლის რამდენიმე რჩევა შეიმუშავეს.

1. ქალი, რომელსაც ზოგადად ძლიერი სქესი უყვარს, მამაკაცებს კარგ მეგობრებად, თანამშრომლებად, ქმრებად, მამებად და საერთოდ შესანიშნავ ადამიანებად თვლის. მამაკაცები ამას გრძნობენ და, რა თქმა უნდა, სიყვარულითვე პასუხობენ. სოციალური ფსიქოლოგიის კანონის თანახმად, მოგვწონს ისინი, რომლებიც ჩვენ მიმართ ინტერესს ამჟღავნებენ. როგორც წესი, მამაკაცებთან ურთიერთობა ოჯახში მამის მაგალითზე და დედისა და ბებიის რჩევებით ფორმირდება. მაგრამ თუ ბავშვობაში არ გაგიმართლათ, ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი სქესის მიმართ მტრობა მთელი ცხოვრება უნდა გაგყვეთ. უბრალოდ ეცადეთ, სხვა თვალით შეხედოთ და მათში მხოლოდ კარგი დაინახოთ. ძალიან მალე თქვენი ახალი განწყობის დასაბუთებას მიიღებთ.

2. ქალის არათანმიმდევრული ქცევები მამაკაცს მეტად აწუხებს და მოსვენებას უკარგავს. ის ხომ ბუნებით მონადირეა და ქალის გულის დაპყრობას ესწრაფის. კეთილგანწყობის უცბათ უყურადღებობით შეცვლა მასში სიყვარულსა და სურვილს ამძაფრებს. ამ ტაქტიკის გამოყენება ძალიან მარტივია. დღეს – “თანხმობა”, ხვალ – “უარი”, დღეს – ერთგულება, სიყვარული, მორჩილება, ხვალ – გულგრილობა და ცოტა სიცივე… მთავარია, ზომას არ გადახვიდეთ! თორემ გრძნობებსა და ქცევებში აბნეულობამ შეიძლება მამაკაცი დააფრთხოს. ეს მეთოდი არ გამოიყენოთ, როგორც მანიპულაცია. მამაკაცებს არ უყვართ, როდესაც ძალას ატანენ ან მათ მართვას ცდილობენ.

3. ძლიერ სქესს ქალში თავის დახრა იზიდავს – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბიოლოგებმა. რატომ? იმიტომ, რომ დომინანტობის გრძნობასთან ერთად მამაკაცი იმის დადასტურებას იღებს, რომ მისი უპირატესობა ქალს მოსწონს და თავს ხრის. უფრო მეტიც, ქუჩაში გამვლელებს შორის მამაკაცები ოდნავ თავდახრილ ქალებს ირჩევენ. ისინი უფრო სასიამოვნო ეჩვენებათ. სპეციალისტები მაღალ მანდილოსნებს ურჩევენ, ხშირად დაჯდნენ და მამაკაცს შესაძლებლობა მისცენ, თავი ამ კუთხით დაანახონ (თუნდაც იმ ეტაპზე, როდესაც გრძნობის ჩასახვა ხდება). რაც შეეხება თავის დახრას, ის თავისთავად ხდება, თუ დაძაბულობას არ გრძნობთ და მიმდინარე მოვლენებით კმაყოფილი ხართ.

4. ფლირტი – “სასიყვარულო თამაში” ელემენტარულად გაცნობას ეხმარება. არსენალი დიდია. მაგალითად, ცეკვის დროს შემთხვევით შეხება ან “შემთხვევით შეჯახება”, თმის ხშირად შესწორება, ყელზე ჯაჭვის თამაში და სხვა, მამაკაცებზე მომაჯადოებლად მოქმედებს. ამასთან ერთად, თუ კარგი განწყობა, თბილი, სასიამოვნო ხმა გაქვთ, ჩათვალეთ, მამაკაცი საბოლოოდ დაატყვევეთ. არავინ იცის, თავის სიყვარულს სად იპოვის (ტრანსპორტში, ძაღლთან ერთად სეირნობისას და ა.შ.). ამიტომ მასთან შესახვედრად ყოველთვის მზად იყავით. მაგრამ მამაკაცის ხელში ჩაგდება მიზნად არ დაისახოთ. იყავით ალერსიანი, თბილი, თავაზიანი. ნუ მოგერიდებათ, დასახმარებლად მიმართოთ მამაკაცს, რომელიც მოგეწონათ. მშვენიერი ქალბატონის სამსახური მას ესიამოვნება. ნუ შეგეშინდებათ, გულუბრყვილო გამოჩნდეთ – მამაკაცები უშუალობას აფასებენ.

5. თავი შეიყვარეთ და პატივი ეცით. ეს ურთიერთობა გარშემომყოფებსაც გადაეცემა. მორცხვობა კარგია, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ ნუ მოგერიდებათ, თქვენი დადებითი თვისებებისა და ტალანტის დემონსტრირება მოახდინოთ. მოკლედ, თვითშეფასება აიმაღლეთ. დაიწყეთ აუტოტრენინგით და თავს ყოველდღიურად უთხარით, რომ დედოფალი და საუკეთესო მამაკაცის ღირსი ხართ. ეს თავს ათასჯერ გაუმეორეთ, სანამ თავად არ ირწმუნებთ. ყველაფერი ეს სიარულის მანერაში, გამოხედვაში ჩანს და მამაკაცები ასეთ სიგნალებს იჭერენ. ბევრი მათგანისთვის თავდაჯერებული ქალი უფრო მიმზიდველია.

6. თუ პირად ცხოვრებაში მარტოობა თქვენთვის არაკომფორტული მდგომარეობაა, მისგან სასწრაფოდ გათავისუფლდით. შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ გაუთხოვარი მდგომარეობა მოგწონთ. ასეთი საუბრებით ბევრი ცდილობს, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა დაფაროს. მამაკაცები ყველაფერს პირდაპირ იგებენ და როდესაც თქვენგან ისმენენ, რომ მარტო თავს ძალიან კარგად გრძნობთ, უკან იხევენ. აუცილებელია გარშემომყოფებს აცნობოთ, რომ თქვენი გული თავისუფალია. მაშინ მამაკაცები თქვენთან კონტაქტზე თამამად წამოვლენ.

7. იფიქრეთ მხოლოლდ კარგზე. როდესაც პოზიტიურად ხართ განწყობილი, ეს თქვენს სახეზე აისახება და კეთილმოსურნეობას ასხივებს. მამაკაცს უადვილდება, გასაცნობად თქვენკენ ნაბიჯი გადმოდგას.

8. ოპტიმიზმი გამოასხივეთ. ის აუცილებელია შინაგანი თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად და მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად. დაღვრემილი შესახედაობა და ჩამქრალი მზერა ძლიერ სქესს აფრთხობს. ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ამ ცხოვრებაში სასიხარულო არაფერია, ყველანაირ მომხიბვლელობას მოკლებულები არიან. თუ ქალი შიგნიდან ასხივებს, თვალები უბრწყინავს და მომავალს ინტერესით უყურებს, მამაკაცი მისკენ მიილტვის, როგორც სინათლისა და პოზიტიურის წყაროსკენ.

9. თქვენი იმიჯი სრულყავით. ქალს ისე არაფერი ახალისებს და კარგ გუნებაზე აყენებს, როგორც კარგი ვარცხნილობა, ლამაზი სამოსი, ხარისხიანი კოსმეტიკა. ქალები, რომლებიც ყველაფერ ამას მეორეხარისხოვნად თვლიან და აქცენტს მხოლოდ პირად თვისებებზე აკეთებენ, წაგებულები რჩებიან. მათ გაცნობას არ ესწრაფიან. მამაკაცებს თვალებით უყვართ. შეარჩიეთ ჩაცმის ისეთი სტილი, რომელიც თქვენს ღირსებებსა და ქალურობას ხაზგასმით წარმოაჩენს. ნახავთ, თქვენი პირადი ცხოვრება მკვდარი წერტილიდან როგორ მალე დაიძრება.

10. გამოდით “სინათლეზე”. მამაკაცები ვერასდროს დაგინახავენ, თუ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ სამუშაოთი და სახლით შემოფარგლავთ. იარეთ თეატრში, სტუმრად, მეგობრებთან ერთად პიკნიკებზე, ტურისტულ მოგზაურობებში. სხვაგვარად თქვენს საბედოს ვერასდროს იპოვით.

11. მამაკაცთან ურთიერთობაში მთავარია ბუნებრიობა. ძალდატანებით მცდელობა, მასზე სუპერშთაბეჭდილება მოახდინოთ, ყველაფერს მხოლოდ აფუჭებს. ყველაზე უკეთესია იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

skorpion (35)
ikavi is vinc xar ,sakmian kalebs xshirad didi carmodgenebi akvt xolme taviant tavebze da titkos aravis ar kadruloben ,bolos rom mixvdebian rom cxovrebashi vigac hirdebat ,agmohndeba xolme rom martosulebi arian da ukve cota gvian aris xolme axali cxovrebis dackeba
#1, 05.10.2011 - 16:01
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.