Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
რატომ მგონია, რატომ მგონია,
რომ არარსებულ ბილიკს მივსდევდი,
რომ რა ხანია არა მქონია,
ღიმილი, ღიმილს რომ ჰგავს ისეთი
რომ რა ხანია, გული წრიალებს,
მაინც ბოღმებით არ იგესლება,
რომ სადღაც ისე დავაგვიანე,
არც მელიან და არც მიმესვლება...
ისევ მარტო ვარ... რა დაიფარებს,
ამ ღამეს - შავი სუდარის ნაჭერს
რა გადაიტანს, რა გაიქარვებს,
ამდენ სატკივარს, სადარდელს ამდენს
და როგორც კოკა, გავტყდები ალბათ,
შენი ნაჩვევი ხელის მტევანით,
ზოგის რატომღაც ჩხრიალებს ბამბა,
ზოგის რატომღაც კვიცობს მერანი...
მაინც სამდურავს არ ვამბობ ბედის,
მე ჩემი იღბლის ვარ კმაყოფილი,
თუმცა კი ზოგჯერ, უბედურთ გვერდით,
შეცივებული მიჩანს პროფილი...
თუმცა კი ზოგჯერ ობოლთა შორის,
მეც ობოლი ვარ და გული მტკივა,
სხვათა საფიქრალს ვერ ჩამოვშორდი,
ვეღარ შევხედე სხვის წუხილს ცივად.
სხვებთან ერთად რამდენჯერ მოვკვდი,
რამდენჯერ სული გავიდა გაღმა,
რამდენჯერ დარდი სტრიქონებს მოვდე,
რამდენჯერ მექცა ტკივილი ნაღმად...
ჩემი თავისთვის არც მიცხოვრია,
ვერ ამომიცნობს დარდს სამისნეთი,
ღმერთო, მაღირსე, არა მქონია,
ღიმილი, ღიმილს რომ ჰგავს ისეთი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.