Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ELL727 blog

ავტ. როინ აბუსელიდზე

ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს, თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქვდნენ ჰაერს, ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს , ჯანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის, მაგრამ არ იცი, არსოდეს არ იცი თურმე, ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი. შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა, ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით, ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად, ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე_ ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს, ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს და უცებ ერთ ტყუპს ღვარათ წასკდათ ზურგიდან სისხლი, დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს, გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი. გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას, მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი. იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის, თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ, დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი. დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა, იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე, გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას, წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline ELL727
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.