Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ELL727 blog

დაუსრულებელი წერილი

ანა სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და
ალბათ თხუთმრტ წუთში სისხლად დავიცლები,
ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან,
ერთად გაფრინდება შემზარავი წლები.
მალე იქნება თუ ცოტა უფრო გვიან,
წლები იწამლებენ,დროის ვეზირები,
ვკვდები შენზე ფიქრში შიში რას მიქვია,
როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები?!
ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი,
თვალებს დაგიკოცნის მზიან ტუჩებს მოგბანს,
ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე,
ყველა მონატრებას -ბევრი უჩემობა.
ჰოდა, რომ გაივლის ჩემი აგვისტო და...
(ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს...)
სულ სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან.
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს.
ახლა მატიანე ჩემს ბედს ინაწილებს,
სადღაც მიზანს ავცდი დზათა გამრუდებით...
ტყვიამ მომაცილა,-ტყვია მიმაცილებს,
ცრემლით მივდივარ და ცრემლად დავ...(ბრუნდები).
ავტ. გენრი დოლიძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

nuca123 (21)
ჰოდა, რომ გაივლის ჩემი აგვისტო და...
(ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს...)
სულ სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან.
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს.
#2, 05.10.2011 - 20:17
:(
06.10.2011 - 16:14
nuca123 (21)
:( :(
#1, 05.10.2011 - 20:16
 

User
offline ELL727
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.