Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
romantik blog

მე ისევ ისეთი ლაღი ვარ..........

მე ისევ ისეთი ლაღი ვარ
და ისევ ისეთი ბავშური,
მე ჯერაც ისევე გზაში ვარ,
მომყვება კვალდაკვალ წარსული.
იცი ,რომ გრძნობების ალში ვარ,
ვდნები და გული მაქვს კაჟური,
მაცოცხლებს ,მახელებს ,მამშვიდებს,
შენი სიყვარულის ნაჟური.
ძვალივით არასდროს მეთმობი,
გხრავ ჩუმი ფიქრებით შორიდან,
შენ მშრალი გრძნობებით მაცხოვრე,
მე კი კვლავ წვნიანი მგონიხარ.
არ ვიცი რა არის მოდაში,
ანდა რა გადადის მოდიდან,
მე მხოლოდ ის ვიცი ჩემს გულთან
დღითი დღე სულ ახლოს მოდიხარ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.