Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

თქვენ თუ დამმალავები ხართ, უგულობა დამალეთ!

არაფერი გამოდგება სიყვარულის წამალად , კაცმა ჭირი რომ დამალოს, ჭირი თავს არ დამალავს. სიყვარულსო. . ვითა ცხენსო. . . როგორ ბრძანებთ ბატონო? არ დამალა სიყვარულმა თავი ეს უპატრონო. ზღვას დამალავ, მთას დამალავ, ვარსკვლავების ამალას, რას იტყვი რო ვერ დამალო - რასაც გინდა დამალავ. ისეთები დაუმალავთ, ცხენი რა სათქმელია, მაგრამ თუკი მართლა გიყვარს, წარ-მო-უდგ-ენ-ელ-ია. . . სიყვარული რომ დამალო, ბატონია-მონა ხარ, აგატირებს, აგამღერებს და გასაფრენს მონახავს. ვერ დამალავ გეუბნები, ბატონია- მსახურებ , გულიდან რომ კარს გამოხსნის, ლექსში გაიჯახუნებს. იმის მადლი არ გაგიწყრეთ, არ მოტყუვდეთ არავინ,, არ დამალოთ, მაგ მშვენიერს რა სჭირს დასამალავი. ნუ შეაბამთ ფრთაზე ლოდებს, ნუ ჩაუყრით სამანებს. თქვენ თუ დამმალავები ხართ, უგულობა დამალეთ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.