Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lelalelakuza blog

მშვენიერებავ

მშვენიერებავ, ტილოზე გნახე,

მაგრამ სიზმარი მალე დამთავრდა,

დიახ სიზმარი, თორემ შენს სახეს

ცხადში ვერავინ ვერ დახატავდა!

გულგამგმირავი შენი თვალები,

რომელსაც თითქოს სივრცე მიაქვსო,

სხივთაფენაში დაუმარცხები

ვერ დაგხატავდა თავად პიკასო!

სილამაზის და მშვენების ქალღმერთს

შეშურდებოდა თუ კი ნახავდა

შენში აღბეჭდილს ღვთიურ ხიბლს ამდენს

შენ ვერც დავინჩი ვერ დაგხატავდა!

შეუდარები შენი ღიმილი,

ვინმე არსებობს არ მოსჭრას თვალი?

მშვენიერებათ ხატვით დაღლილი

ვერ დაგხატავდა სალვადორ დალი!

მიქელანჯელო.რუბენსი,მონე,

ვერც ტიციანი და ვერც ვან გოგი

ვერ უპოვნიდნენ შენს სახეს ფონებს

ვერც თვალით ნანახს და ვერც გაგონილს!

შენ უკვდავი ხარ - შენს ლამაზ თვალებს

სიცოცხლის მუდამ ეფინოს ნამი!

შენ ქალღმერთი ხარ - შენს ღვთიურ სახეს

ვერ დახატავდა ვერც ფიროსმანი!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

romantik (45)
კარგი ლექსია
#1, 05.10.2011 - 22:20
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.