Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tevchoevcho blog

წაიღოს სული !!

წაიღოს სული ამ სიმარტოვემ,

რა გენიოსია ხანდახან გიჟი..

და ოცნებებო გთხოვთ მიმატოვეთ,

სიკვდილზე წერას ნუღარ დამიშლით!

მე ხომ სამყაროს ჩემი თვალებით,

პატარა ოთახში თმებივით გაგიშლით,

რა სევდიანია უმზეო ქარი

და მოთოვლილი სეტყვა აპრილში!

ისევ დაღლილი მოხუცი შემხვდა

და გავიფიქრე - ღმერთი გფარავდეს!

ისეთი მზერა გამომაყოლა

თითქოს სამოთხისთვის წამებს ალაგებს..

მერე დავდექი თქვენს სახლთან ჩუმად,

ჩვენი სახლი რომ იყო გუშინწინ,

გაგიკვირდებათ და მე დღეს ყრუ ვარ!

- არანაირი წვიმა დამისხით!

მე თქვენ მიყვარხართ ისე ძალიან,

მსგავსი ამ ქვეყნად განცდა არ ვიცი!

რა უბრალოდ ჩანს ჩემი სიტყვები

და თქვენი სახე ისევ ჩავიცვი!

როგორ მომენატრა ცაზე ღიმილი,

თითქოს სეირნობს გზა მთაწმინდაზე,

ბაღს რომ მოესმა ნუშის ყვირილი

მაშინ გამოჩნდით მზის აივანზე!

წაიღო ღმერთმა ეს სიმარტოვე!

რა გენიოსია ხანდახან გიჟი..

და ოცნებებო გთხოვთ მიმატოვეთ!

სიკვდილზე წერას ნუღარ დამიშლით.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tevchoevcho
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.