Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natyti blog
*********

შენს მხრებს ამაფარე, მომდევენ ფიქრები,
უფრო საიმედოდ ვერავინ დამმალავს.
შენთან უსაფრთხოდ და დაცულად ვიქნები,
მიხმე, ამარიდე ავ ფიქრთა ამალას.


თვალებში, ნაფერებ თვალებში ჩამისვი,
არ მინდა სიშორემ ერთმანეთს გაგვყაროს,
დაგითმობ სულსა და საკუთარ თვალისჩინს
და შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.

11:59

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენი სუნთქვა მექცეს მალამოდ...
ვერ გიტევ გულში და გულის იქით
აბა,მითხარი,სადღა დაგმალო?
თვალებში შენი მიდგას ღიმილი,
ტუჩზე ნაკოცნი ისევ ცხელია...
მე შენ მიყვარხარ,ხმამაღლა ვიტყვი,
რადგან ჩუმად რომ ვთქვა,მრცხვენია...
ქუჩის ბოლოში ლოდინი ყმუის,
ბილიკს ვნებისგან ასდის ალმური...
მე მხოლოდ შენთან ვნაზდები,იცი?
ვხდები ქალი და ქალზე ქალური...
გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენს სუნთქვასთან დავდგა კარავი,
შენზე ძვირფასი და საყვარელი
არ მყავს ამ ქვეყნად ჩემო არავინ


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.