Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ELL727 blog

დახურეთ ზეცა!

წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,...
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
_საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება...
_საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება...
რა ვქნა,უფალო?,დრო დადგა რთული-
იმედი ვთესე, ამოდის ღვია...
და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული
მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!
-ირბინე სანამ ტყვია თბილია,
დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!
მოკვდე?-სიკვდილი ხომ ადვილია,
დაბადებაა ამ ქვეყნად ძნელი!
_მაშ,სანამ ვცხოვრობ, ვირბენ მამულში,
ჯანდაბას ჩემი გულისნადები
და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში
მომავლის რწმენად დავიბადები!...
ჩემს ცხოვრებაში დადგა ავდარი,
გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...
დახურეთ კარი, დახურეთ კარი!_
ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები...
ავტ. გენრი დოლიძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline ELL727
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.