Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
მომხედე!
ახლა ერთგულება ისე მჭირდება,
გავნიავდები,
გავქარდები ზეცაში ვიდრე,
მომხედე ახლა,
შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება,
და შენსკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს.
გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს,
დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეს ვერწყმებით,
ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის,
როგორც არასდროს,
ახლა ისე გვჭირდება ფრთები.
ისუნთქე ჩემით,
საფეთქელზე დამაწვი ბაგე,
რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო,
რომ ვიკამათოთ, დამაჯერე, როგორ გაკლივარ,
ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო.
მომხედე ახლა,
საზღვრებიდან როცა გავდივარ,
არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.