Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonita5555 blog
ალბათ ასეთი ვარ, ცოტა არეული,
დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით,
დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი,
ვიცი ჩემებური, უფრო კაპრიზივით.

ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა
და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული,
ალბათ, ასეთივე, ცოტა უცნაური, დამაქვს
ოცნებებიც, ზოგჯერ ტირანული.

ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე,
ფრთები შევალეწე, გავხდი ინვალიდი,
ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება,
ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ.

ალბათ, ასეთი ვარ, ცოტა უცნაური,
და ნუ გამიკარებთ, ხალხნო, სიახლოვეს,
ვიცი, აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას,
მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nonita5555 (28)
საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.