Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ერთი ისტორია: იაპონელმა დედამ მიწისძვრის დროს 3 თვის შვილი გადაარჩინა და სახსოვრად sms დაუტოვა


a5679.jpg

იაპონიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები ერთი ახალგაზრდა ქალის სახლთან მივიდნენ, კედლების ნაპრალებიდან მათ ქალის უძრავი სხეული შენიშნეს. მისი პოზა ძალიან უცნაური იყო: მუხლებზე იდგა, როგორც მლოცველი, სხეული წინ იყო გადახრილი, ხელები ქვემოთ ჰქონდა ჩაშვებული და ოდნავ წინ გადაწეული.ყველაფრიდან ჩანდა, რომჩამონგრეული კედლები მას თავსა და ზურგში დასცემოდა.

დიდი წვალების შემდეგ მაშველთა ჯგუფის უფროსმა ხელი კედლების ნაპრალებში გაჰყო, რათა ქალის სხეულს შეხებოდა და დაედგინა, იყო თუ არა ის ცოცხალი. ქალის გაცივებულმა სხეულმა მაშველს საიმედო ვერაფერი უთხრა და, რადგან თავდაპირველად ცოცხლებს უნდა მიხმარებოდნენ, სახლი სქემაზე მონიშნა, მერე კი ჯგუფთან ერთად სხვა სახლის ნანგრევებისკენ გაეშურა.

როგორც შემდეგ მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იხსენებდა, ფეხები უკან რჩებოდა და უხილავი ძალა სახლისკენ ეწეოდა. მას ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და უნანია, რომ შინაგან ხმას არ მოუსმინა, ამიტომ უყოყმანოდ მიბრუნდა, სახლის ნანგრევებთან მივიდა, ჯერ დაიჩოქა და ისე გაიჭყიტა ნაპრალებში, შემდეგ გაწვა, ცოტა ხნის შემდეგ ჭუჭრუტანა იპოვა და თვალებგაფართოებულს ხმამაღლა აღმოხდა: „ბავშვი! იქ ბავშვია!!!“.

მაშველების ჯგუფი ფრთხილად, მაგრამ აჩქარებით შლიდა კედლებს, აწყობდა ნაშალ ქვებს, თხრიდა მიწას, რათა როგორმე ჩაეღწიათ სანახევროდ მიწაში ჩაფლულ ბავშვამდე, თუმცა, ბავშვს ჯერ ვერავინ ხედავდა და არც ის იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი.

როცა გარდაცვლილ ქალს მიწა და კედლების ნაშალი საბოლოოდ შემოაცალეს, ფერად პლედში გახვეული 3 თვის ბიჭუნა იპოვეს. ცხადი იყო, რომ დედამ თავი გაწირა, რათა შვილი გადაერჩინა. როგორც ჩანს, პირველი მიწისქვეშა ბიძგებისთანავე ქალმა შვილი პლედში გაახვია და ყველაზე მყარი სკამის ქვეშ შეაცურა ისე, რომ ზემოდან საკუთარი სხეულით გადაეფარა.

პატარას ჯერაც მშვიდად ეძინა, როცა მაშველთა ჯგუფის უფროსმა იგი ხელში აიყვანა. ექიმი სწრაფად მოვიდა, რათა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეკვლია. როცა მან პლედი გახსნა, მობილური ტელეფონი იპოვა. ეკრანზე, ტექსტური შეტყობინების მენიუში ჩანდა აკრეფილი ტექსტი, რომელიც არცერთ ნომერზე არ იყო გაგზავნილი: „თუ შენ გადარჩი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარდი...“


Tags:

 
Interesting
positive votes: 104  |  negative votes: 0

Write comment:

Dr-House (28)
damburdzgla
#18, 09.10.2011 - 14:43
ai ras nishnavs siyvarulis dzala...
#17, 09.10.2011 - 10:22
zungo (37)
dedeba ufals!
#16, 09.10.2011 - 01:24
kirkitadze (29)
vauuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu es ra magariaaa sagol im qals
#15, 09.10.2011 - 00:42
Tasu (30)
ვაიმე.... მიყვარს ის ქალი....
#14, 09.10.2011 - 00:30
Spr3aD (30)
=[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[
#13, 08.10.2011 - 23:06
:(:(:(
#12, 08.10.2011 - 22:10
nununi (27)
dediko shens gverdit iqneba pataraaa
#11, 08.10.2011 - 19:33
#10, 08.10.2011 - 16:33
yvelaze didi adamiani
am qveyanaze shena xar deda......
FRIDON XALVASHI
#9, 08.10.2011 - 15:37
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.