Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
qeit10 blog

რა არის სიყვარული

რა არის სიყვარული?მარტო ქალისა და მამაკაცის სიყვარულით ხომ არ განისაზღვრება ცხოვრება...აბა შეაჩერეთ თქვენი ფიქრი რომელიმე ახლობელ ადამიანზე და დაფიქრდით, გიყვართ თუ არა ის და რა შეგრძნება გეუფლებათ ამას რომ ჩაუფიქრდებით, შემდეგ მეორე ადამიანზე გადაიტანეთ ფიქრი და მიხვდებით რაოდენ დიდ ბედნიერებას განიჭებთ ამის შემეცნება, წამიერად გიჩნდებათ ღიმილის ნაპრალები ბაგეებთან, თვალებში სითბოსა და სიმშვიდის სხივი ისახება, შუბლს გინათებთ თვითდაუნებურად გამქრალი ფიქრის ნაოჭები და მხრებიდან გამქრალი ტვირთი მკლავების ლაღად გაშლის უფლებას გაძლევთ, ამ წუთებში, კი სულს ბედნიერების შეგრძნება ეუფლება, გინდებათ რომ რაღაც კარგი გაუკეთოთ ვინმეს . ეს არის „სიყვარულის„ ყველაზე დიდი საიდუმლო. ღმერთი ხომ სიხარულია, სიყვარულია და სიკეთეა, სილაღეა, უფრთებოდ ფრენა , სინათლეა და ძალაა უხილავი -უძლეველობისა და ალბათ მხოლოდ მაშინ, მხოლოდ ამ წამის გაელვების დროს, არ გეშინია უფლის სამსჯავროს წინაშე წარსდგომისა განსჯის მოლოდინით... სიყვარულის შემეცნება - ეს ხომ საკუთარი სულის დანახვაა უფალის მიერ ნაჩუქარისა

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.