Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ცხელი ყავა...

დგანან ხეები მაღლები და ოდნავ მოწყენით,
მეც, რა ხანია, ველოდები რძიან რიჟრაჟებს
და ნეტარება (ცხელი ყავა) ისე მომთენთავს,



როგორც არყოფნა, ავადყოფნა, ანდა, მირაჟი.
ყელზე მკიდია გიშერივით ღამე-გეიშა
და ცხელი სუნთქვა დაწინწკლული ალვეოლების,
არ მეორდება, შენც ხომ იცი, წამის წამიც და
(ალბათ გენიშნა), გიპოვნიან ჩემს ოცნებაში.
შემოვიძარცვე წლები როგორც შესამოსელი
და დაბადების სიხარულმა გრძნობა დაბურდა,
დგანან ხეები მაღლები და ოდნავ მოწყენით
გადმოგვყურებენ და სიმართლეს გრიფით ,,აბსურდი”
უნაწილებენ სულ სხვა ტყეებს, სულ სხვა ზღაპრიდან..

ნუ გეგონება, რომ არსებობ, ჩვენი ცხოვრება
პროექციაა სურვილების სიბრტყეზე-აწმყო,
უბრალოდ ზოგჯერ ლექსებივით იცის ახდენა
ფიქრმა და მერე განუწყვეტლივ გნატრობ და ვნატრობ,
რომ ღამეებმაც ჩემთან ერთად იგრძნონ გათოვდა
ცამოწმენდილზე მარტოობის შენი სიზმარი.

ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე ვიყავით ერთად,
გაგიჭირდება ყველა გრძნობის ერთად ამოთქმა,
და მოლოდინიც ფიფქებივით მანამადე დნება,
სანამ შეხება შეაჟრჟოლებს ხელისგულების….

P.s. სულ ერთი კოვზი შაქარი და ვიწყებ ახლიდან-
რომ ნეტარება (ცხელი ყავით) ისევ მომთენთავს,



დგანან ხეები მაღლები და ოდნავ მოწყენით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 18  |  negative votes: 0

Write comment:

დგანან ხეები მაღლები და ოდნავ მოწყენით.
#1, 07.10.2011 - 17:38
მეც, რა ხანია, ველოდები რძიან რიჟრაჟებს...
07.10.2011 - 17:39
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.