Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teatea777 blog

გახსოვდეს

თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები…

არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა…

არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება…

კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.

ერთი მოერის საზომია… ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს… ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა…

აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო…

სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი…

მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი… არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც.

გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა.

ამიტომ, ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის… არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის. იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის…

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.