Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

დავიმალები

მოდი შენ დაითვალე მე კი ფეხ აკრეფით გავიპარები შენი ცხოვრებიდან !
ერთი ......
მოიცა სათქმელი მაქ : მინდა იცოდე რომ მიყვარხარ !!!
ორი ....
მინდა იცოდე რომ ჩემი სისულეელეების მიღმა დიდი მეგობრობა დგას !
სამი ....
მინდა იცოდე რომ მწამს სადღაც გულის სიღრმეში რომ მაპატიებ !
ოთხი ....
ისიც ვიცი რომ ჯერ კიდევ არ დაგვიწყებივარ და ჯერ კიდევ გახსოვს როგორ ვენდობოდით ერთმანეთს და როგორ ვანდობდით საიდუმლოეებებს ...
ხუთი .....
სიმართლე გითხრა ?? მე ახლა არ ვარ ბედნიერი მიუხედავად იმისა რომ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ვუყვარვარ , მე გასაქცევიც მაქ , მის მხარზე ტირილიც შემიძლია , ის მეხუტება და მკოცნის , ის მათბობს !! მაგრამ არ მყავს ძმა , ძმა რომელიც საფრთხისგან დამიცავას , რჩევას მომცემს და მეტყვის რომ ის ნანატრი ძმა ახლა უკვე მყავს !
ექვსი .....
ბევრი დამიგროვდა სათქმელი მაგრამ ვცდილობ არ დაგღალო , აღარ მინდა გული მეტკინოს ყველაზე მეტად კი არ მინდა შენ გატკინო გული !
შვიდი ....
იცი , ხატი რომელიც არ გამომართვი ისევ მაქ შენახული და ყოველთვის ვლოცულობ რომ შენ კარგად იყო !
რვა ...
როგორ მინდა აღარ დამთავრდეს კიდევ ბევრი მაქ სათქმელი , ისიც იცოდე რომ მენატრები და როცა შორიდან გხედავ ვგრძნობ რომ ჩემი სულის და ხორცის ნაწილი ხარ !
ცხრა ....
მაპატიე და აპატიე საკუთარ თავსაც...
ათი .....
დამთავრდა და ვმთავრდები მეც , ვილევი და სულიც მელევა .... ვიწვები და იწვება ჩემ ირგვლი ყველაფერი ...
ჩემი დამალვის დროა )))
ვიცი თამაშისას როცა იხუჩებოდი ჩუმად მაინც აპარებდი თვალს , ახლაც გთხოვ ერთხელ კიდევ გამომხედე , მე კი დავიმალები

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.