Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

ჩუმად, მაგრამ პოეტურად...

შეიძლება ვერ გაგათბოს ჩემმა სიტყვამ
ვერ დავხატო...ვერ გადმოვცე რაც მაქვს გულში...
შენ ხომ იცი, მე არ ვგავარ ალბათ იმ სხვას
ლამაზად,რომ მეტყველებენ გრძნობებს წუთში!

არ მიწყინო ეს უბრალო სიყვარული
სიტყვები ხომ ჩემს გრძნობებთან უფეროა...
და ამიტომ არასოდეს დაიჯერო,
თუ წამომცდა... მშვენივრად ვარ უშენოდაც.

ზოგჯერ გრძნობებს ეურჩება თვით გონება
მაგრამ გულში ჩაიხედე...სხვა როდია,
და ამიტომ ვამჯობინებ... სიტყვებს, დუმილს
შენ კი ალბათ არ მიყვარხარ..თუ გგონია...

აი ხედავ? არ გამომდის ლექსის წერაც
ვერც ვპოეტობ... .ვერც ლამაზად ვხატავ ფიქრებს
განა ის რომ არ მიყვარხარ სხვებზე მეტად...
მე უბრალოდ ვერ შეგკადრებ ღარიბ სიტყვებს.

მე არ ვგავარ იმ ბრჭყვიალა ქალბატონებს
ვინც მეტყველებს ლამაზად და ბოჰემურად,
მაგრამ იცი? მთავარია გულით გრძნობდე
და გიყვარდეს... ჩუმად, მაგრამ პოეტურად...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

მაგრამ იცი? მთავარია გულით გრძნობდე
და გიყვარდეს... ჩუმად, მაგრამ პოეტურად...
#1, 07.10.2011 - 17:30
:))):*:*:*:
07.10.2011 - 17:31
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.