Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

გულში ბზარები!

უდიდეს ტვირთად ალერსი დამაქვს,

მაგრამ იმედი არაფრის არ მაქვს!

გრძნობამ შემოჰკრა სევდის ზარები,

ვეღარ დავთვალე გულში ბზარები!

თითქოს მარწუხი მბოჭავდეს ნისლის,

შემიჩერდება ვენებში სისხლიც!

თვალიდან ბოლო ცრემლი დამცდება

და სიცოცხლეზეც გული დამწყდება!

ხმაც მეკარგება ფიქრებში– ჯავრზე,

მარტო ვილოცებ იესოს ჯვარზე!

სწრაფად ავივლი გოლგოთას მთაზე,

იქედან ღმერთსაც მივწვდები ცაზე!

კარებს შევაღებ– სამოთხეს შევალ,

ხმამაღლა ვიტყვი –;მოვედი, – მე ვარ!

ნეტავ გაგეგო ჩემთვის ვინა ხარ,

წარმოგედგინაროგორ მიყვარხარ!

ჩემი გაგება თუ გაჭირდება,

მე არსად ყოფნა აღარ მჭირდება!

ეს სიყვარული შენთვის რომ დამაქვს,

– ამაზე კარგი მითხარი რა გაქვს?–


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.