Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

ოღონდ გიყვარდე

ოღონდ გიყვარდე და
მე შენ მოგიტან წითელ ალუბლებს
დაკრეფილს მზეზე...
ოღონდ გიყვარდე და...
ჩვენ ვიცხოვრებთ ჩიტის ბუდეში...
იმ ლამაზ ხეზე...
ოღონდ გიყვარდე
და ჩემი სუნთქვა გეტყვის დანარჩენს...
ოღონდ გახსოვდე, ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს...
გთხოვ, არ დახურო შენი კარი, დატოვე ღია...
რომ მოგიტანო საფლავთან დებით დამჭკნარი ია...
არ ვიცი რატომ,
მაგრამ ვიცი, რომ აზრი არა აქვს ბოლომდე გახსნას...
ოღონდ გიყვარდე და ჩემი ცრემლებით იპოვი ახსნას...
ჩემგან თუ წახვალ...
არ შეგაწუხებ, ჩუმად ვიტირებ...
დღეს მზე ანათებს და ხვალ თოვლს დადებს...
შორს თუ არ წახვალ, მე შენ მოგიტან ცრემლიან ვარდებს...
ოღონდ გიყვარდე
და მოგიტან წითელ ალუბლებს
დაკრეფილს მზეზე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.