Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ნელ-ნელა ირკალება ცხოვრების მშვილდი,
თავისკენ მზიდავს სიკვდილი… ველი გატყორცნას...
სამიზნედ გული მაქვს თავზე, მესროლე, მიდი!
იქნებ დაასწრო სიკვდილსაც უკვდავი კოცნა...

რაც აღიბეჭდა წამებად სიცოცხლის ფირზე,
დაამონტაჟებს სიკვდილი შავ-თეთრ კადრებად,
და თუ გამტყორცნი სიკვდილო, მზეს დამიმიზნე,
თქვენი კოცნები გამყვება უკვდავ ტანდემად.

მეც ისარივით მივაღწევ ალბათ სამიზნეს,
ან მიმიზიდავს ატყორცნილს ისევ უფსკრული.
არ ველი ფილმის ბოლოს ბანალურ ”happy end”-ს,
რადგან თვით საწყისმა შექმნა ეს დასასრული.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.