Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რაღაც მინდა სიყვარულზე მეტი.

რაღაც მინდა სიყვარულზე მეტი.
ხან გხედავ და ხან კი ვეღარ გხედავ,
შენში ერთ დროს დავინახე ღმერთი,
დავინახე უხილავი სევდა.

თითქოს ერთხელ მომელანდე მალვით,
რაღაც გულში შემეპარა თითქოს,
არ მეწადა, არ მინდოდა,მაგრამ
ახლა ამ გულს შენი სითბო მითბობს.

ერთხელ კიდევ გამიღიმე, მერე.
მერე წადი მიმატოვე ისევ.
მე დავრჩები მარტოსული ვიცი
მოვაგროვებ კვლავ ჩემს სულში ნისლებს.

ეს თვალები ისევ ცრემლით ცოცხლობს,
უშენობას დაეკარგა ფერი,
გთხოვ, რომ ახლა, ზუსტად ახლა, ამ დროს,
მაგრძნობინო სითბო და სხვა არაფერი.

უგრძნობლობა კვლავ დასჩემდა ჩემს გულს
რაღაც გაქრა, გაფერმკრთალდა სულში,
სიყვარული სხვა გრძნობებზე მეტი
გადიზარდა ჩვეულ სინანულში.

შენს თვალებზეც დავინახე ცრემლი,
ცრემლი თითქოს მოლანდებას ჰგავდა.
მე ხომ მინდა სიყვარულზე მეტი,
სიყვარულით რომ ავფრინდე მაღლა.

შენს სახებას ვერ ვივიწყებ, ვერა,
კვლავ სიზმრებში დამჩემდები ისევ.
ისევ სევდა დამიმონებს, ფერფრლად
გადააქცევს ჩემს დაგროვილ ფიქრებს.

რომ მოვკვდები მომიგონე ტკბილად,
ბოროტებით ნუ შეირყვნი ფიქრებს,
შენ თუ გინდა ვიარსებებ შენთვის,
კვლავ გავიყრი გულში დამჭრელ ისრებს.

შენ შეგეძლო ყოფილიყავ ერთი,
შეგეძლო, რომ კვლავ გეცოცხლა ჩემით,
მაგრამ სადღაც ვერ იპოვე სითბო,
ან გინდოდა სიყვარულზე მეტი.

დამნაშავე ორივე ვართ ალბათ,
კვლავ ნისლია და ბუნდოვნად გხედავ.
მე ხომ მინდა სიყვარულზე მეტი.
მე უსაზღვროდ მოვენატრე სევდას.

დანაღვლებულს ისევ შენზე ფიქრი
მოეძალა ჩემს მოგროვილ დარდებს.
სხვასთან ყოფნა არასოდეს მინდა
შენზე ფიქრი მუდამ გამაწამებს.

მარტოობა, უშენობა მძიმე,
ისევ მიღრღნის გულს და მმატებს დარდებს.
ახლა მარტო დარჩენილს და ეულს
სიყვარულით ვინ გამათამამებს?

შენ არა ხარ ყოვლისშემძლე ღმერთი,
შენ არა ხარ მოვლენილი ციდან
მხოლოდ მინდა იყო ერთადერთი
იყო ჩემთვის სულ ყველაზე წმინდა.

თოვს და … ისევ მწარედ ყინავს გულში
გავიხედე გარეთ, თბილი მზეა,
თბილი მზეა, მხოლოდ ჩემს გულს ათოვს
ჩემს სულში ხომ მუდამ გლოვის დღეა.

მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოდი,
გამიღიმე და გამიქრე დარდი,
ჩამიკარი გულში ისევ თბილად
დაინახე ჩემში თეთრი ვარდი.

გამიხარე დაგვემილი გული,
და წაშალე ჩემში რაც კი მტანჯავს.
ამიყვანე მაღალ ცაზე ზევით,
ამიყვანე ცაზე უფრო მაღლა.

მე შენ ისევ გაგაცოცხლებ გულში,
ისევ მოგთხოვ იმ უზომო სითბოს
აღარ მინდა სიყვარულზე მეტი
დავიღალე, დავიღალე თითქოს.

მხოლოდ ერთს გთხოვ, მხოლოდ ერთი მინდა,
რომ გამითბო გაყინული გული.
ზამთრის სუსხსაც გადავურჩი, მიკვირს,
რად არ მოდის თვალზე ცხელი ცრემლი.

შენს თვალებში დავინახო მინდა
უხილავი, რაღაც უფრო მეტი.
დავინახო სულ ყველაზე წმინდა,
უფრო წმინდა სიყვარულზე მეტი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

მე ხომ მინდა სიყვარულზე მეტი.
მე უსაზღვროდ მოვენატრე სევდას.
#1, 08.10.2011 - 13:08
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.