Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ტილოს ტირილი...

თვალებში –ცრემლი,
სულში – იარა,
ყვავილი –ბევრი,
დრომ – გაიარა.
ნაოჭი – შუბლზე,
დარდი – ფარული,
ნახეთქი – გულზე,
მზერა – ქალური.
ნაპობი – ბაგე,
მოწვეთავს შხამი,
ღრუბელი – ცაზე,
შეკრული რკალი
ნატანჯი – სახე,
ნიღაბი – ცარცის,
ვუყურებ მახეს,
ფუნჯებით გაცრილს.
გუაში – სველი,
ჩარჩოს ღიმილი,
სამყარო – მთელი,
ტილოს ტირილი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

sexnia (33)
mokled am poeziis gareshe ar vargixar
#1, 09.10.2011 - 18:41
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.