Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog
ჩემო კახელებო

ურიცხვი ვარამის მნახველები

სხედან ბუბუნებენ დინჯი კახელები

არა პირ ბოვშნი და საქმე ნაღდები

სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.

თითქოს აფასებენ ნაჯაფ–ნახელავებს

დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ

დროდადრო თითქოსდა ოცნებას აპურებენ

ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.

ალაზნის ველივით დაფიქრებულები,

დამუნჯებულები სათქმელით ულევით

მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა

აჰა ალავერდი, სიდინჯე გახელება.

თუმცა უწყიან რომ სოფელი წამიერობს

მაინცა მღერიან მრავალჟამიეროს........

ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო

ეს თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო კახელებო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

nuca123 (21)
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო

ეს თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო კახელებო
#2, 08.10.2011 - 19:36
#1, 08.10.2011 - 15:57
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.