Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog
მონატრება ერთი პატარა ცრემლის კურცხალია, გულიდან რომ გადმოწვეთს, სული რომ ბადებს.

იცი რა არის მონატრება?

მონატრება პაწაწინა მშვენიერი ნაზი ყვავილია, ოდნავი სიოც რომ აკრთობს და მიუსაფარს ხდის.

იცი რა არის მონატრება?

მონატრება დიდი, ძალიან დიდი, უშველებელი სამყაროს ხელა სივრცეა, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ვერაფრით სძლევ.

იცი რა არის მონატრება?

მონატრება გულია, რომელსაც ღმერთი განაგებს და ბოლოს....

იცი რა არის მონატრება?

მონატრება თვითონ ღმერთი ყოფილა თურმე, რადგან ღმერთიდან დის და განა შეიძლება რამე დაუდგეს წინ?
თავად ღმერთია მონატრება

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.