Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

მა,წამო ფეხბურთი ვითამაშოთ....


მა, წამო ფეხბურთი ვითამაშოთ,
ეზოში რომლის ზომა
ძლივს ცილდება
რამდენიმე მტკაველს
წამო, მა,
წამო და ეს მიწის ნაგლეჯი
ბეტონებს შორის
ყოველთვის გამახსენებს შენ თავს,

გამახსენებს როცა მე თავად ვიქნები მამა
ჩემი შვილები კი
მინდვრის მაგივრად
ბოლო გამოშვების კომპიუტერებზე მომთხოვენ
თამაშს

და მე ხომ ვიცი რომ
მათ გაცილებით ნაკლები ექნებათ მოსაგონრად მამაზე
მე ხომ ვიცი რომ
მათ გაცილებით ნაკლებად ვეყვარები
მე ხომ ვიცი რომ
ყოველთვიური ტაბლოიდები
ფინანსური ანგარიშებით სიყვარულზე,
სიყვარულის წამგებიანობაზე და არაეფექტურობაზე -
სიცრუეა!

წამო მა,
წამო ვითამაშოთ,
გაუშვი კარში თითოეული ჩემი დარტყმული ბურთი
ხო ხედავ როგორ მიხარია,
როგორ დავრბივარ,
როგორ ამიწითლდა ლოყები,
სიკვდილამდე მა,
სიკვდილამდე გამყვება შეგრძნებები...

ადე რა, ადე მა, ვითამაშოთ
სამყარო ხომ კატასტროფის პირასაა
ადე მა,
რა დროს ძილია,
რა დროს დასვენებაა,
რა დროს წასვლაა,
უჩემოდ წასვლა,
ჩემგან წასვლა...

წამო სანამ რამდენიმე კვადრატული მტკაველი მაინც შეგვრჩა
სანამ კარები კიდევ ეტევა ამ ნაგლეჯზე
სანამ აქაც აგვიშენეს ბიზნეს-ცენტრი
სკვერი ხომ ძალიან შორსაა ჩვენგან
წამო ვითამაშოთ
რომ ყოველთვის მახსოვდე.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.