Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

არ დაიძინო!

არ დაიძინო!
გათენაბას სულ ცოტა დარჩა
და მზის სხივები დამიკრიფე შენი ხელებით.
არ დაიძინო,
ღამემ იძრო ძაძების ფარჩა,
გამოგაფხიზლებ წმით მაინც, ჩუმი ფერებით.
ნურაფერს იტყვი,
გაახილე თვალები ფართოდ
და ერთხელ მაინც შემომხედე უმანკო
გძნობით.
მერე კი ერთად შევეგებოთ ალიონს მარტო,
ნურაფერს იტყვი,
შევეცტები გაგათბო ტრფობით.
ახლა შენს ერთად დასალიერს არ ვინანებდი
და მაგრად ხელებს ჩაგიჭერდი გზა
გასაყართან.
თუკი ოდესმე გათენებას მე ვინატრებდი
შენოგხვდებოდი ისევ შენ ერთს სევდის
ტაძართან,
და მერე ალბათ დამიჯერებ თუკი რამ
მითქვამს,
სათქმალს კი შენსას მომივება ჩუმად თვალები
ვერ შემაშინებს ქარის ქრროლვა
და წვიმის მითქმა
მწამს, ჩვენს ქუჩაზეც მალე მოვა
მშვიდი დარები.
არ დაიძინო!
მე არ მითქვამს ჯერაც სათქმელი.
აი, ალიონს და მზის სხივებს უკვე მოველი
გადაგიშალე წუთით მაინც სულის სარკმელი,
ჩაგძინებია?-
იქნებ სიზმრად ნახე ყოველი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.