Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
irmuska blog
განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ მიყვარს. მიყვარს ძალიან ჩუმად და ხმამაღლა. ზოგჯერ მინდა, ყველას მოვეფერო და ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს, რომ არსებობს წამი, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის და არსებობს სიცოცხლე, რომელიც წამში ჩაეტევა. მე შენით ვისწავლე სიცოცხლის მადლი, მე შენით ვიგრძენი წამის მარადიულობა და მთელი სამყაროს ერთ წამში ჩატევა. შენით მიყვარს კარგიც და ცუდიც და ცუდიც და კარგიც, შენით, ამ წამში, მთელი სამყარო ჩემს გულშია, ჩემშია ცუდით და კარგით, კეთილით და ბოროტით, მახინჯით და ლამაზით. შენამდე სიყვარული ვიცოდი, მეგონა, არა და არაფერი არ მცოდნია. მე სიყვარულის მეფე და ქვევრი მეგონა ჩემი თავი,თურმე რა სათითე ვყოფილვარ. შენით და შენს გამო მინდა ვუთხრა ყველას,დედამიწას და ადამიანებს: -თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,ოგონდ ისე, როგორც მე შენ მიყვარხარ. -უნდა გიყვარდეს ისე, როგორც მე შენ მიყვარხარ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.