Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

გვერდით რომ მყავდი

გვერდით რომ მყავდი,
არ სტანჯავდა ბგერებს შიმშილი,
მაშინ, როდესაც
ცას ვხედავდი შენი თვალებით.
დღეს კი, უშენოს,
ნოსტალგია დამდევს შიშივით,
და ვეწამები...

გვერდით რომ მყავდი,
სხვა ფერები ჰქონდა გაზაფხულს,
დღეს მაინც ვერ გთმობ,
დავიწყების ბურუსით შემკულს,
მონატრება კვლავ
სტრიქონებად უნდა გაგანდო,
ლექსივით ერთგულს...

მწუხრის ქარები აირივნენ,
წუხს შემოდგომა,
ბებერ ხელებში
დაკოჟრილი ფოთოლი ეწვის,
საკუთარ თავთან წამოწყებულ
უვადო ბრძოლას,
დღეს ვაგებ... შენთვის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.