Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე არსებობის მიზეზს ვეძებ -სხვა არაფერი,

მე არსებობის მიზეზს ვეძებ -სხვა არაფერი,
შენ კი არ გესმის და იმედის ხუხულებს მინგრევ,
მერე ბუდიდან გადმოყრილი ბარტყებივით გიყურებენ ჩემი თვალები,
შენ კი თავიდან-კაეშნიან სინანულს იწყებ...
მე გადარჩენის მიზეზს ვეძებ-სხვა არაფერი,
შენ კი არ გესმის და ტყუილად გეუცხოვები,
ღმერთმა ნუ ქნას და
ჩემთან ერთად შენც დამარცხდები
და ვეღარ ახსნი სიჯიუტეს შეუპოვრობით...
მე ჩემი ყოფნის პირველ საწყისს შენში ხორცს ვასხამ
და მაქვს ოცნება ჩემი სიცოცხლის გამართლების,
შენ კი არ გესმის და უმთავრეს იდეას კარგავ-
იქეთობისას მხოლოდ ერთად თუ გადავრჩებით.
მე მინდა მხოლოდ ხვალინდელის დადგომა ღირდეს,
და არსებობის მიზეზისთვის ჩემებურ ვიბრძვი!
მე მინდა ატმის ყვავილების ტრფიალი მჭირდეს-
შენ ამ სურვილებს არ აყრიდე იქედნურ სიცილს...
ჩემი გაჩენის გამართლების აჩრდილებს დავდევ,
შენ ამ ძიების პატიება უნდა ისწავლო
გადაშენებას გადარჩენილ ცხოველივით-სტიქიებს დავძლევ
ყოფნა-არყოფნის სიმბიოზში რომ გავიმარჯვო
და არ გავხდე ისევ არყოფნა...
მე არსებობის მიზეზს ვეძებ -სხვა არაფერი,
შენ კი არ გესმის და იმედის ხუხულებს მინგრევ,
მერე ბუდიდან გადმოყრილი ბარტყებივით გიყურებენ ჩემი თვალები,
შენ კი თავიდან-კაეშნიან სინანულს იწყებ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.