Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nuca123 blog

რა მე მსურს ?

რაც კი რამ მაქვს, არაფერი არ მსურს,
რაც არა მაქვს არც იმათი არ მშურს ,
რაც მე მინდა არა, არის არსით
რადგან არსიც დაკარგულა მათთვის.

მათთვის ისიც გალეულა თასით,
წმინდა მასში დალეულა ამ თქმით,
თანაც თასიც გალეულა დროთგან
თვით დროებაც დაფერფლილა მათთვის.

ისინი ხომ მხოლოდ ღამით ცხოვრობენ,
ისინი ხომ არასოდეს ომობენ ,
მხოლოდ ჩვენებს ევალება გალობა
მაგრამ ჩვენთვის არა არის რაობა.

როგორც ყველას, ჩვენც გვიბიძგებს სურვილი
ქმედება ხომ შედეგისკენ გზა არის
ამიტომაც ვერ დარჩები გულგრილი,
როცა თვალწინ ოცნებების ზღვა არის.

ეხლა კიდევ ოცნებებსაც ყიდიან,
საფასურად სინდის-ნამუსს იხდიან ,
მაგრამ რაა, თუ არ არის მუდმივი
არა არის მხოლოდ რამის სურვილი.

ხშირად აზრი მეკარგება ყოველის ,
ხშირად ფიქრშიც ვიკარგები გონებით,
ძალა მქონდეს, მინდა რამე შევცვალო
რომ გმირების საფლავები არ ვთვალო .

თითქოს უკვე არაფერი მაოცებს,
ნიკოს თქმისას, მზის სხივიც თუ მაკოცებს
აქ არაფერს აფასებენ, არც თმობენ
თუ უბრძანებ ყველა წმინდას დაგმობენ .

მე ჩემს სურვილს დავუსახე მიზნები
და მე მუდამ ბრძოლის ჟინით ვიდგები ,
თუ ფულია ყველა ავის მომცველი,
მაშინ მინდა ვიყო მუდამ ღარიბი
და კაცობის დამყვებოდეს ალიბი.


(leqsis avtori ar vici samwuxarod)


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nuca123 (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.