Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

მენატრები ისე როგორც არასდროს, უზომოდ თავდავიწყებით...

არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა...არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი, არ გაგიშვებდი ჩემგან თუმდაც 1 ნაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი პატარა გული,


გაგრძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა....არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი...არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაღაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ...
მხოლოდ შენ შენი ხმა, ხმა რომელიც მიყვარს მიყვარს მთელი გულით, მიყვარს გაგიჟებით ხმა რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო. აი ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემ სხეულში იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება...მენატრები ისე როგორც არასდროს უზომოდ თავდავიწყებით...
ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია, იცი?? მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს როგორც ეს ცრემლი...მაგრამ არა ჩვენ ხომ ერთად ვართ და დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით ...მენატრები როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის მას ხომ ასე ძაან უნდა შენთან, შენი სითბო და სიყვარული მას ხომ ასე ძაან ჭირდება. არ მეგონა მართლა არ მეგონა თორემ შენ თავს და კიდევ ჩვენ დიდ და უძლიერეს სიყვარულს ვფიცავარ არ გაგიშვებდი ... გაკოცებდი იქამდე სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა, იცი ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ვიცი ის არასდროს დაიღლება...არ დაიღლება შენ კოცნაში მოფერებაში მას ხომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი შენ ხარ.
იცი ახლა რატო ვწერ? რომ გადმოვცე თუ რას განვიცდი ახლა ამ მომენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენც ამას განიცდი, თუმცა ეს უკვე ვიცი. ვიცი რომ შენც ისე გიყვარვარ და გენატრები როგოც მე. ჩვენ ერთად ვართ შეიძლება ერთმანეთისგან შორს ვიყოთ მაგრამ მე მაინც შენთან ვარ ... შენს ფიქრებში ... შენს სიზმრებში...და მე ამით ბედნიიერი ვარ უსაზღვროდ ბედნიერი...იმდენად ბედნიერი რომ საკუთარი თავის სიმდძიმე დავკარგე კონტროლი , ხშირად ვიძირები შენზე ფიქრებში და ამ ფიქრებში ნაზად გეფერები და შეგიგრძნობ. შევიგრძნობ შენ აღელვებულ სუნთქვას, შენი გულის ცემას და მიხარია მიხარია რომ გიყვარვარ ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 32  |  negative votes: 0

Write comment:

sky-line (29)
vkitxulob da iseti gancda maqvs rom vigacam chemi fiqrebi dawera
#3, 12.10.2011 - 19:40
12.10.2011 - 21:22
NiIiNikOo (24)
ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება
#2, 10.10.2011 - 22:20
12.10.2011 - 21:14
ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია, იცი??
#1, 10.10.2011 - 21:37
მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს როგორც ეს ცრემლი...
10.10.2011 - 21:53
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.