Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

....................

შენ ეხლა გძინავს და ხედავ სიზმარს,
შენ სიზმრად ხედავ ყვავილებს მინდვრად,
მე სიზმრად მოვალ-შემოგხვევ ხელებს,
გულს აგიჩქარებ-გაჩუქებ ფერებს,
მე მოვალ თუნდაც არ მქონდეს შანსი,
მოვალ თუნდ მოსვლას არ ქონდეს არსი,
მე მოვალ შენთან რადგანაც გითხრა,
ჩემი ცხოვრება მე შენთვის მინდა,
ნუ გაიხსენებ უაზრო წარსულს,
ერთად შევხედოთ-ახლანდელს, აწმყოს,
შეხედე ვარდებს, იალქნებს, აფრებს,
არ მოგიყვები, ტყუილებს, ზღაპრებს,
გაჩუქებ სითბოს, სიყვარულს,ალერსს,
ოცნებით გავშლი იალქნებს, აფრებს,
ყველა ჩემს ლექსში ჩავაქსოვ სითბოს,
და გაგახსენებ ამბორს და იმ დროს,
დავდივარ დამდევს მე შენი ლანდი,
შენს ლანდს მოჰყვება ფარული დარდი,
ფარული დარდი შევამკე ვარდით,
მე მოვალ შენტან, უჩუმრად, ფარვით,
შუბლეზე გაკოცებ მძინარეს ღამით,
რათა შევიგრძნო ალერსი წამით...
მე შენ მოგითან მუქ ფერთა კონას,
და გაგინათებ ღამით ბნელ ოთახს,
მოგიტან იებს, ლურჯს, ხალისიანს,
შენთვის დავხარჯავ ჩემს ფანტაზიას,
დაგხატავ ჩუმად-ლამაზ ღამებში,
ერთადერთი ხარ ჩემთვის ქალებში,
აქ ვარ-შეხედე სევდას თვალებში,
სიზმრად გავქრები შავ-ბნელ ღამეში...
სიმღერას მოგიძღვნი, გიმღერებ დღისით,
კარგად რომ მნახო დილაზე, მზისით,
მერე წავალ გავქრები ნისლში,
შენ კი დარჩები შენს თავთან ფიქრში...
საღამოს გარეთ თვალსაც შემავლებ
და გაიხსენებ რომ მნახე ძილში,
თქმას ვერ გაბედავ, გაყვები ქუჩებს,
ჩუმად შევახებ შენს ლოყას ტუჩებს,
გაგახსენდება შუბლზე ამბორი,
ძველი რომანი ადრე გაბმული,
ძველი გრძნობები უკვე დაბმული
და სიყვარული უწინ ახქმული.......
ენძელა, ია და ყოჩივარდი,
ასე ამგვარად მე შემიყვარდი,
ნატევი ღამე და შავი ვარდი,
გრძნობებით გულში შენ ჩამივარდი,
გაგახსენდება თეთრი თითები
და განშორების ძველი სიტყვები,
გაგახსენდება ის შავი ვარდიც
რის შედეგადაც იგრძენი დარდი...
თვალთ წამოგივა შენ ცხარე ცრემლი,
მოგენატრება გასული წლები,
მაგრამ გახსოვდეს ის რომ მე გელი,
ის რომ ეს გრძნობა დღემდეა წრფელი,
ნუ მომატყუებ და ნუ გამტანჯავ,
უაზროდ შენს თავს ნუღა დატანჯავ,
მომიახლოვდი, მომეცი ხელი
რომ მოგაშორო თვალიდან ცრემლი....
მომიახლოვდი-ჩამკიდე ხელი
ერთად შევცავლოთ ნათელით ბნელი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.