Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს ბევრი გასაჩერებელი წამები და ყველას აქვს უფლება ბედნიერი იყოს! რაც მთავარია შეუძლიათ!!!!

არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსგავსი მომენტი არ ჰქონია, როცა გინდა ის წამი სამუდამოდ დარჩეს შენს მეხსიერებაში, თუმცა მისი გახსენებისას ისეთივე სიცხადით ვეღარ შეიგრძნობ.… ამიტომაც გინდა დრო გაჩერდეს.. ...როცა ვინმესთვის კარგს გააკეთებ და შენი თავით კმაყოფილს გინდა ის წამი დიდხანს გაგრძელდეს...… ...როცა საყვარელ ადამიანს კოცნი…... ...როცა კარგი წიგნს წაიკითხავ და შთაბეჭდილებებით სავსეს მთელი გულით გინდება უკეთესი ადამიანი იყო.. ...როცა მეგობრებთან ერთად ხარ და მათ ბედნიერ სახეებს უყურებ…... ...როცა ბალახებში წევხარ, ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას უყურებ და გინდა არასდროს, არასდროს გათენდეს…... ^^ მე მინდა წამი გაჩერდეს მაშინ, როცა დედა იცინის…... როცა მამა იღიმება…... ...როცა დილით ვიღვიძებ და ცოტა ხანი არც ერთი პრობლემა არ მახსოვს…... …როცა,…როცა,…როცა............... საბედნიეროდ ,ბევრია ისეთი წამი, რომლის გაჩერებაც მენდომებოდა,… ...როცა გულში სითბო გეღვრება და ბედნიერებისგან ტირილი გინდება ... ჩვენ თვითონ ყოველ დღე შეგვიძლია შევქმნათ ესეთი წამები! ...ან სხვებს შევუქმნათ წამი, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება (ემახსოვრება)... წამი რომლის დაბრუნებასაც ინატრებ ხოლმე.. .წამზე, რომელზეც ძილის წინ იოცნებებ...… ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს ბევრი გასაჩერებელი წამები და ყველას აქვს უფლება ბედნიერი იყოს! რაც მთავარია შეუძლიათ!!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.