Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

ირგვლივ ოქტომბერია...

ცხელი ოქტომბერია,ისე ცხელა წყეული,
მგონი წყალი სწყურიათ შეწითლებულ შუქნიშნებს,
გრძნობა რომ მომერია,ქუჩას მივდევ ეული,
იქნებ გადავეყარო სიბნელეში მოქიშპეს.
ცის სილურჯეს ეტყობა ამინდი არ აურევს,
საღამოა საათით,რიცხვი არის მესამე,
თვალებით ვეფერები შენი სახლის ცხაურებს,
იქნებ სადმე შემომხვდე ქალო შენი კვნესამე.
ირგვლივ ოქტომბერია,გეგონება ივნისი,
(ტროტუარზე გოგონა ჯინსის შარვალს იმცირებს)
თვალი მაინც გამექცა,სულ დავკარგე სინდისი,
კომპლიმენტი რომ ვუთხრა ნეტავ თუ გამიცინებს...
საღამოა საათით,მიხარია მეშვიდედ,
შემოდგომის მე მგონი ყველას დამღა ატყვია,
ავტოები ტაატით უკვე გამომემშვიდნენ,
მე კი ვეღარ ვიცილებ შენი მზერის ნატყვიარს.
ირგვლივ ოქტომბერია.ისე ცხელა წყეული,
საღამოა საათით,რიცხვი არის მესამე,
ლექსი რომ მომერია,ქუჩას მივდევ ეული,
იქნებ სადმე შემოგხვდე ქალო შენი კვნესამე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.