Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
მაპატიე გულო დარდი, სიყვარული,
ვიცი აღარ შეგიძლია მოითმინო,
უგუნურო! აი წვიმაც და დაწყნარდი,
ერთადერთო, დღეს კი უნდა მომისმინო:

კარგი! წავალ ამ თავსხმაში, ვიოცნებებ,
წამწამებზე წვიმის წვეთი მეკიდება,
თუ შევძელი ჩაგჩურჩულებ, შემიყვარდი,
ისე ძლიერ, რომ სიტყვის თქმაც მერიდება.

მაპატიეთ, დამრჩენია კარი ღიად,
და შევიდა მხოლოდ შენი სატანჯველი,
გაიმარჯვე! გამაოცებ ისევ ფრიად,
და ეს გრძნობა ახალია და თან ძველი.

წამომყევი! შორს წავიდეთ, დავიკარგოთ,
ჩვენს ნატერფალს არ იკადრებს ტალახები,
და მოხატულ ქვაფენილზე ბზები დავრგოთ,
გზაზე ვნახოთ მგალობელი ბალახები.

ვიგალობოთ, არ დავწყვიტოთ გული იებს,
ვარდთა კონა, ხელის გულზედ მოვიმარჯვოთ,
მე ვაჩუქებ ჩემს სიყვარულს უფლის შვილებს,
ვარდებით კი სიძულვილზე გავიმარჯვოთ.

-ასე, ღამით ოცნებებში გავიჭერი,
გავუყევი ქუჩის კიდეს, ნაცნობ დარდით,
ჩემო გულო, შენით ვიცნე ცის იერი,
და შემინდეთ, რადგან ძლიერ შემიყვარდით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.