Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
დღეს არ მომყვება წვიმაში ქოლგა,
აღარც ყვავილობს ბაღებში ვარდი.
ეხ, როგორ მახსოვს იმ ღამეს თოვდა
როცა უზომოდ შენ შემიყვარდი.

დათარეშობდა ქუჩებში წვიმა
და სველდებოდა ვარდების ბაღი,
ეხ როგორ მახსოვს იმ ღამეს თოვდა
როცა უზომოდ შენ შემიყვარდი.

მაშინ დამტოვე,წახვედი სხვასთან
მე კი მივედი მღელვარე ზღვასთან.
როგორ გელოდი, მინდოდა შენთან
ჩვენ ხომ ცხოვრებამ შეგვყარა ერთად.

და ამის შემდეგ მუდამ წვიმს ჩემთან.
და ამის შემდეგ კვლავ მინდა შენთან.
თუმცა დამტოვე წახვედი სხვასთან,
მე კი მარტო ვარ მღელვარე ზღვასთან...

აღარ მომყვება წვიმაში ქოლგა,
აღარ ყვავილობს ბაღებში ვარდი,
არ დავივიწყებ იმ ღამეს თოვდა
როცა უზომოდ შენ შემიყვარდი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.