Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Charles Bukowski - An Almost Made Up Poem


გხედავ შენ, ფანტანთან რომ სვამ ციცქნა,
ლურჯი ხელებით, არა, ხელები არ გაქვს ციცქნა,
უფრო პატარა და ეს ფანტანი საფრანგეთშია,
საიდანაც მომწერე უკანასკნელი წერილი და
მეც მოგწერე პასუხი, ამის შემდეგ აღარ მსმენია შენზე არაფერი.
შენ წერდი ლექსებს, შეშლილ ლექსებს,
ანგელოზებზე და ღმერთზე, სულ უმაღლეს ფორმებით და
შენ იცნობდი ბევრ ცნობილ მხატვარს, მათი უმრავლესობა
შენი საყვარლები იყვნენ და მეც მოგწერე, რომ არაუშავს,
მიდი, გაერთე მათი ცხოვრებით, მე არ ვიეჭვიანებ,
იმიტომ რომ ჩვენ არც კი შევხვედრილვართ, მხოლოდ
ერთხელ, ახალ ორლეანში, ნახევარი კვარტალი გვყოფდა ერთმანეთს,
არ მინახიხარ, არ შეგხებივარ, ასე წაყევი იმ სახელოვანს
და შენც წერდი სახელოვან ხალხზე და რა თქმა უნდა აღმოაჩინე,
რომ სახლოვნებს მხოლოდ მათი სახელი ადარდებდათ
და არა მშვენიერი გოგო, რომელიც მათ საწოლში წევს
მათთან ერთად, რომელიც მათ ეზიარა, მერე იღვიძებს
დილით და უმაღლეს ფორმებში წერს ლექსებს
ანგელოზებზე და ღმერთზე. ”ჩვენ ვიცით რომ ღმერთი მკვდარია”,
მათ გვითხრეს, მაგრამ შენ რომ გისმენ არ ვარ დარწმუნებული,
იქნებ ესეც უმაღლეს ფორმით თქვეს. შენ ძლიერი იყავი
პოეტესტთა შორის და მე ვუთხარი რედაქტორებს, გამომცემლებს,
”ის, ის დაბეჭდეთ, ის გიჟია მაგრამ ის მაგიურია.
მის ცეცხლში არ არის ყალბი ალები.” მე შენ მიყვარდი,
როგორც კაცს უყვარს ქალი, რომელსაც არასოდეს შეხებია,
მხოლოდ გწერს, რათა შეინარჩუნოს მცირე ფოტოგრაფია. მე უფრო
მეტად შეგიყვარებდი, პატარა ოთახში მჯდომს, რომ მეთამაშა
თამბაქოს რგოლებით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, რომ მესმინა შენი ნამღერი აბაზანაში.
მაგრამ ეს არ მოხდა. შენი წერილილები სევდით აივსო,
შენმა საყვარლებმა გიღალატეს, პატარავ, მე მივწერე მათაც,
ღალატის მოყვარულთ, მაგრამ ეს არ კმარა. შენ მითხარი,
რომ იჯექი ტირილის სკამზე, რომელიც ხიდზეა და
ხიდი კი მდინარეზე, შენ კი იჯექი მტირალა სკამზე
ყოველი ღამე და დასტიროდი შენს საყვარელებს, ვინც
გული გატკინეს და დაგივიწყეს. მე უკან მოგწერე მაგრამ
აღარ მსმენია არაფერი შენზე, მეგობარმა მომწერა შენს სუიციდზე,
სამი-ოთხი თვის მერე როცა ეს მოხდა. თუ მე შეგხვდებოდი,
ალბათ მეც უსამართლოდ მოგექცეოდი, ან შენ - მე...
ის უკეთესი იყო ვიდრე ეს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.