Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Charles Bukowski - A Smile To Remember



ღიმილი სახსოვრად


ოქროს თევზები გვყავდა ქვაბში რომლებიც ცურავდნენ წრიულად
ქვაბი მაგიდაზე იდო ფანჯარასთან ახლოს, რომელსაც სქელი ქეჩა
ფარავდა გაყინულ კადრად. დედაჩემი ყოველთვის ღიმილით გვისურვებდა ბედნიერებას, მეც მითხრა, ”ბედნიერი იყავი ჰენრი!”
და ის მართალი იყო, უმჯობესია იყო ბედნიერი როცა ეს ძალგიძს.
მაგრამ მამაჩემი აგრძელებდა ჩვენს ცემას, რამოდენიმეჯერ კვირაში,
ექვს ფუტიან კადრებად შფოთავდა რადგან თვითონაც ვერ გაეგო
თუ რა ძალა უტევდა მას შიგნიდან.

დედაჩემი, საწყალი თევზი,
ბედნიერების მსურველი, რომელიც ორჯერ ან სამჯერ იცემებოდა კვირაში, მე შთამაგონებდა ბედნიერებას, ”ჰენრი, გაიღიმე! რატომ არასდროს იღიმები?”

და მერე თავადვე მიღიმოდა, რათა ენახებინა ბედნიერი ღიმილი...
ყველაზე სევდიანი ღიმილი, რომელიც ოდესმე მინახავს.

ერთ დღეს ოქროს თევზები დაიხოცნენ, ხუთივე, ისინი ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე ცალი მხრით და თვალღიად.
და როცა მამაჩემი დაბრუნდა სახლში, მან ისინი კატას დაუყარა,
იქვე, სამზარეულოს იატაკზე და ყველამ შევნიშნეთ თუ როგორ გაეღიმა დედაჩემს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.